ბობოყვათის სანაპიროსთან მიწის გასხვისებაზე აუქციონი ჩაიშალა - სოფლის მცხოვრებლები საზეიმო მსვლელობას მართავენ

სოფელ ბობოყვათის სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. ამის შესახებ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები აცხადებენ და საზეიმო აქცია მსვლელობას აწყობენ.
როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნული ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა და მას შემდეგ ისინი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიების გასხვისებას არ დაუშვებენ.

























