უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე 2021 წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი მოხსენებით, კომიტეტის წევრების წინაშე ამჯერად უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ლაზიშვილი წარსდგა.

მათივე ცნობით, მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის, ინფრასტრუქტურული (მათ შორის პლაჟის) მართვის, უზურფრუქტით გადაცემული ქონების განკარგვისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, რიგი სიახლეების პარალელურად, მომხსენებელმა 2021 წლის ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებსა და რეკომენდაციებს, ასევე რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა სოფიო ლაზიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.