„მწვანე ალმასი“ სამედიცინო პერსონალს ბინებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

„მწვანე ალმასი“ სამედიცინო პერსონალს ბინებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ მედპერსონალს უძრავ ქონებაზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამით სურთ, მადლიერება გამოხატონ მედპერსონალის მიმართ, რომელიც რთულ პანდემიურ პერიოდში ერთგულად ემსახურებოდა თავისი ქვეყნის მოსახლეობას.

„მწვანე ალმასი“ თავისი არქიტექტურითა და დიზაინით დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია. ამასთან, დეველოპერულმა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“, რომელიც პროექტ „მწვანე ალმასს“ ახორციელებს, საქართველოსთვის ახალი, Smart Living კონცეფცია შეიმუშავა. კონკრეტულად, რას გულისხმობს ის და როგორ შეუძლია მედპერსონალს შეთავაზებით ისარგებლოს, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსს ვესაუბრეთ:

რას გულისხმობს „მწვანე ალმასის“ სპეციალური შეთავაზება მედპერსონალისთვის და შეუძლია თუ არა მისით სარგებლობა შესაბამისი პროფილის მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს?

პანდემიის დროს, ყველასთვის ურთულეს პერიოდში, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მედპერსონალი დაუღალავად იბრძოდა. საქმისადმი ერთგულებისა და გაწეული რისკისთვის “მწვანე ალმასი” მადლობას უხდის ყველა ასეთ ადამიანს და მადლობის ნიშნად, სამედიცინო სექტორში დასაქმებულებს ბინის შეძენისას 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს 24 თვიანი შიდა უპროცენტო განვადების შემთხვევაშიც კი. ერთიანი გადახდისას კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები 10%-თან ერთად დამატებით 3%-იან ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გამოვყოფთ მხოლოდ ექიმებს, ჩვენი მადლობა და შესაბამისად შეთავაზებაც, თანაბრად მოიცავს სამედიცინო სფეროს ყველა წარმოამდგენელს, - ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ფარმაცევტებს და ა.შ, ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველ ხაზზე იბრძოდა.

ეს არის ის მინიმუმი, რითაც შეგვიძლია ამ გმირობისათვის მათ მადლობა გადავუხადოთ. იდეა ჩვენს კომპანიას უკვე დიდი ხანია აქვს, თუმცა აქამდე ამის განხორციელების საშუალება არ მოგვეცა, ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ამ ფორმით შეგვიძლია მადლობის გადახდა მათთვის, ვინც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავდა სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად.

როდემდე გრძელდება შეთავაზება და როგორ არის მისით სარგებლობა შესაძლებელი?

შეთავაზება ზაფხულის პერიოდს მოიცავს. სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონების შეძენით, შეუძლია მოგვმართოს გაყიდვების ოფისში (დიღომი, ბობ უოლშის 32, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარედ), დაგვიკავშირდეს ტელეფონით (ტელ: 032 200 10 10) ან ჩვენი კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით (https://www.facebook.com/greendiamondge/). ასევე, შეუძლია, შეავსოს განაცხადის ფორმა, დაგვიტოვოს საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ მას თავად დავუკავშირდებით და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გავცემთ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ სასურველი ბინა ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. უძრავი ქონება რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, შევიმუშავეთ გადახდის სხვადასხვა მეთოდი, იქნება ეს ბინის ღირებულების ერთიანად დაფარვა, თუ შიდა უპროცენტო განვადება, ასევე შეგვიძლია, გადახდის სხვა პირობების შეთავაზებაც. რაც მთავარია, ნებისმიერი პირობით სარგებლობისას უცვლელად გავრცელდება 10%-იანი ფასდაკლება.

რაც შეეხება Smart Living კონცეფციას, კონკრეტულად, რას გულისხმობს ის და როგორც იგრძნობენ „მწვანე ალმასის“ მცხოვრებლები მას საკუთარ თავზე?

„მწვანე ალმასი“ მულტიფუნქციური კომპლექსია თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ, რომელიც აერთიანებს საცურაო აუზს, დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეებს, სპორტული მოედნებს, დახურულ ხეივნებსა და კომერციულ ობიექტებს. ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს აქვთ უსაფრთხოების გარანტია, რადგან შესასვლელს და მთლიანად კომპლექსს დაცვის სამსახური მეთვალყურეობს. ამასთან, 7 ჰექტარი ტერიტორიიდან 1/3 გამწვანებულია, რაც ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს.

Smart Living - „მაქრო ჯგუფის“ მიერ შემუშავებული კონცეფციაა, რომელიც თავისი არსით ცხოვრების ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ სტანდარტებს მოიცავს, იქნება ეს სახლი, სამუშაო ადგილი თუ სოციალური გარემო. მომხმარებელთათვის სრული, კომპლექსური სერვისის მიწოდება, მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტის დანერგვა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის ნიშის დაკავება - ,,მაქრო ჯგუფის” ძირითადი ამოცანებია.

ჩვენი კონცეფციის არსს თითოეული მაცხოვრებელი საკუთარ თავზე ბინაში გადასვლის პირველივე დღეს იგრძნობს, როცა მისთვის ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, პარალელურად კი დასვენებას შეძლებს ხეების ჩრდილში და ღია აუზზე, რომლის წყლის ფილტრაციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

საინტერესოა, რა ეტაპზე კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები?

კომპლექსის ერთი ნაწილი საცურაო აუზით, მოედნებითა და გამწვანებული ტერიტორიით უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი და კომპლექსს მალე ორი ახალი ბლოკი დაემატება.

ორივე მათგანი ჯამში 106 ბინას აერთიანებს, რომელთა ფართობიც 44 კვ.მ-დან 243 კვ.მ-მდეა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მესამე ეტაპზე „მაქრო ქონსთრაქშენი“ უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს არჩევანს სთავაზობს: ერთ ბლოკში ბინები შავი კარკასის მდგომარეობით იქნება წარმოდგენილი და 1 კვ.მ-ის ფასი 1575 ლარიდან დაიწყება, ხოლო მეორე ბლოკში მხოლოდ გარემონტებული ბინები, რომელთა ფასიც კვადრატულ მეტრზე 2255 ლარიდან იწყება. სიახლეა ისიც, რომ ფასები ფიქსირებულია ეროვნულ ვალუტაში, რაც მობინადრეებს სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტიას აძლევს.

(R)