ურეკში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა - განხორციელდა სტუმრების ევაკუაცია

ურეკში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა - განხორციელდა სტუმრების ევაკუაცია

ურეკში, სასტუმროში "4 ვილა" ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

„ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს და მიმდინარებს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. დაშავებულებზე ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.