რუსთავში მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში მე-7 მიკრო რაიონში ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, სადაც წლების წინ სამხედრო საწყობი იყო და აირწინაღები ინახებოდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან მეხანძრეებმა მოსახლეობა გაიყვანეს.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს დარჩენილი კერების ლიკვიდაცია.