ბათუმში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ბინის მეპატრონე აცხადებს, რომ აივანი ძველი იყო და შემთხვევა დემონტაჟის დროს მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას წესის დარღვევას გულისხმობს.