ქობულეთში სოფელ ბობოყვათის სანაპიროზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა

ქობულეთში სოფელ ბობოყვათის სანაპიროზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა

ქობულეთში სოფელ ბობოყვათის სანაპიროზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა. როგორც სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა აცხადებს, ისინი ორი დღის წინ უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრით უკმაყოფილო არიან და ბრძოლას ინვესტორის წინააღმდეგ იწყებენ, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას შეიძენს. მათი თქმით, აუქციონის ვადა 25 ივნისს იწურება.

მოსახლეობის თქმით, კარვებში ღამითაც დარჩებიან. ამასთან, ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

ცნობისთვის, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში აღნიშნული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები მთავრობამ აუქციონზე გაიტანა, რასაც აპროტესტებენ.