არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ. იმ ოჯახებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

„აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მანამდე, მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.