„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ - ამ სლოგანით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ - ამ სლოგანით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციას უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე და ახლობლებიც შეუერთდნენ.
როგორც მიხეილ გახელაძემ განმარტა, აქციის მომდინარეობისას არ გადაიკეტება გზა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
ამ წუთებში კი აქციის მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან სამთავისის ტაძრისკენ. ისინი ეკლესიის მიმართულებით ოჯახის გადაწყვეტილებით მიდიან.

























