აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს 2021 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტთან დაკავშირებით უსმენენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტი 85 747 000 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს.

ამასთან, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

„2021 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის არის და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 000 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია პრივატიზებიდან მისაღები თანხებით, რაც 57 189 400 ლარს შეადგენს

გაიზარდა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება, რომლითაც სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება. პარალელურად, აჭარაში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარს შეადგენს",- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლების მოთხოვნის განხილვა მოითხოვა, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ოპოზიციის წევრებს რეგლამენტი შეახსენა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომას სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ესწრებიან. ისინი ქობულეთში სანაპირო ზოლის გასხვისების წინააღმდეგი არიან.