აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 23 217 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 23 217 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 23 217 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414 , „ასტრაზენეკათი“ - 5327, „სინოფარმით“ - 8004 და „სინოვაკით“ 6472 მოქალაქე აიცრა.

უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 180 პაციენტი მკურნალობს.