„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე - უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება რვა წელია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე - უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება რვა წელია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა

უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება რვა წელია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა. ინფრასტრუქტურის რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენჯერ შეიცვალა სამშენებლო კომპანიაც, რადგან სამუშაოები უხარისხოდ ხორციელდებოდა, ამის შესახებ „ნაციონული მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. როგორც მან აღნიშნა, სანაპირო ზოლის მოწყობაში 7 მილიონი ლარია დახარჯული , პროექტი გაუმართავია, ადგილობრივი ხელისუფლება კი უძლური.

„სანაპირო ზოლი, რომლის რეაბილიტაცია 2014 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე მოუწესრიგებელია. ჩატარებული სამუშაოები უხარისხოა და არ შეესაბამება სტანდარტებს. არადა ამ ქალაქს ყველა პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ განვითარდეს. უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება 8 წელიწადია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა. ინფრასტრუქტურის რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენჯერ შეიცვალა სამშენებლო კომპანიაც, რადგან უხარისხოდ აკეთებდნენ. თუ ზემოდან არ არის მითითება, მწვანე ანთებული, ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად უძლურია. ბევრი გადაცდომა იყო, 7 მილიონი დაიხარჯა და ერთი მილიონის გაკეთებულიც აღარ ჩანს. ეს არაერთხელ გამიპროტესტებია საკრებულოს სხდომებზე. პირველი მერი, რომელმაც ეს პროექტი დაიწყო, დაიჭირეს და ვითომ გამოსავალი მონახეს, ხელი შეახოცეს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და რა გაკეთდა? რამე წინსვლა აქვს ამ პროექტს? ცენტრალურ ხელისუფლებას ფოთისთვის არ სცალია. ადგილობრივი ხელისუფლება არ არის მომთხოვნი და ამიტომაც გაჭიანურდა ამდენ ხანს ეს პროექტი. ხალხზე არავინ ზრუნავს, შეიძლებოდა ამ პროექტს რაღაცა დადებითი მოეტანა, მცირეოდენი სამუშაო მაინც გამოჩნდებოდა ლუკმა-პურის საშოვნელად. მერვე წელიწადია უკვე ეს პროექტი მიმდინარეობს და ჯერ კიდვ დასრულებული არ არის, ყველანაირად გაუმართავია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.