აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 22 247 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 22 247 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 22 247 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414, „ასტრაზენეკათი“ 5146, „სინოფარმით“ 7902 და „სინოვაკით“ 5755 მოქალაქე აიცრა.

უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 8 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 198 პაციენტი მკურნალობს.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა.