ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ცნობისთვის, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით 3 ივნისს რვა ახალგაზრდა მოათავსეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეფერალური ჰოპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათგან ოთხი ბინაზე გაეწერა, ორი კი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.