აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 12 903 პირი აიცრა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, საერთო ჯამში 12 903 პირმა გაიკეთა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერით“ 3414 პირი აიცრა, "ასტრაზენეკათი“- 3576 , "სინოფარმით" 4778, ხოლო "სინოვაკით" 1135 მოქალაქე.
უწყების ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კრიტიკულად მძიმედ მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში 344 პაციენტი მკურნალობს.

























