აჭარაში პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ

აჭარაში პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მქონე პირები და სტუდენტები არ დარჩებიან სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მიღმა. ასევე, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კადრები მაქსიმალურად ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცვლილება განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ჰქონდათ.