"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები გუმათში ჩავიდნენ

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები გუმათში ჩავიდნენ

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათის შესასვლელთან იმყოფებიან.

უფრო კონკრეტულად, კი "რიონის ხეობის მცველები” კომპანია "ენკას" ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობს. კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც ჟურნალისტებს აქტივისტებმა ქუთაისში განუცხადეს, თუ რას აპირებენ და რა გეგმები აქვთ, ამის შესახებ სწორედ გუმათში ჩასვლის დროს გააცნობენ საზოგადოებას.

როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, ისინი რიონის ხეობის შესასვლელის ჩაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა შეცვალეს თუ არა გეგმა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.