ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი იმ პირებს შეხვდა, რომლებმაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ მოქალქეებს შეხვდა, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე არ დაუშვეს.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ლალი ანთიამ განაცხადა, პრემიერ-მინისტრი თვითონაც გაკვირვებული იყო თუ რატომ არ ვიყავით დღეს შეხვედრაზე, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს ხვდებოდნენ.
"ჩვენ თავიდანაც აღვნიშნეთ, რომ საჩხუბრად არ მოვსულვართ. თვითონ „ფეისბუქზე“ წერილი დადო, რომ წარსულში ვინც ერთად ვიყავით, გვაქვს რესურსი, რომ ერთმანეთს მივხედოთ და ეს ხალხი მოვიძიოთო. ამან მომცა საფუძველი, თორემ არ მოვიდოდი. მე დავუძახე, მიბრუნდა კაცი გაუკვირდა, რომ ჩვენ იქ არ ვიყავით, გაკვირვებული ვარო. მე ვუთხარი თუ თქვენ გინდათ გამარჯვება, თუ ხართ ერთგული ქვეყნის, ეს გვაინტერესებს და ამიტომ მოვედით თქვენთან შესახვედრად - მეთქი. როგორ გეკადრებათ ქალბატონოო. როგორც არასოდეს ისე გვჭირდება 2012 -ის ხალხიო. ვინც ერთად ვიბრძოდით, ვინც ერთად ვიყავით ყველა უნდა მოვიძიოთო. ეს გვინდოდა ჩვენ",- განაცხადა ლალი ანთიამ.

























