თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისისკენ ორგანიზებულად გამოემგზავრნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა, ამიტომ აქცია განგრძობადი იქნება და თბილისში დარჩებიან იქამდე, ვიდრე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არ შეწყდება და სამუშაოები არ შეჩერდება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

























