კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მტკვარში მწყემსს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში მწყემსს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, სავარაუდოდ მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათია როგორც მდინარეში, ასევე მტკვრის სანაპირო ტერიტორიაზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

























