ხულოში, სოფელ ოქროაშვილებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ხულოში, სოფელ ოქროაშვილებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ხულოში, სოფელ ოქროაშვილებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შანთაძეების ოჯახი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

ხანძარს საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი გადაურჩა, რომელიც მეზობლებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიტანეს.

ხანძრის მიზეზები უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ხულოს მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას, უწყებაში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომ კომპენსაციის გაცემის თაობაზე იმსჯელებს.