რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში - ჭყონდიდელის დასახლებაში, ოცდაათი შიდა ეზოს რეაბილიტაციას, შიდა და გარე საკანალიზაციო ქსელის სრულ აღდგენას ითვალისწინებს.

ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად გაეცნო.

„ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ერთ-ერთი ძველი უბანია. ჩვენ, ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ აღნიშნული დასახლების ინფრასტრქუტურის მოწესრიგება პრიორიტეტული იყოს, რადგან ამ ტერიტორიას ათწლეულების განმავლობაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ბოლო წლებში, აქ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ახლაც რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოისა და ბერიტაშვილის ქუჩების შიდა ეზოების ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. მსგავსი პროექტები, გარდა ინფრასტრტუქტურული დანიშნულებისა, ჰაერის მართვის გეგმის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებასაც მოიცავს, რადგან ეზოების, გზების და ტროტუარების მოწესრიგება, ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 მლნ 732 122 ლარს შეადგენს და რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მათივე ცნობით, წლის ბოლომდე, რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.