თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თუშეთისკენ მიმავალი გზა, ყოველწლიურად შემოდგომაზე იკეტება და გვიან გაზაფხულზე იხსნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.