აჭარის უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებითიმსჯელა. უმრავლესობის დეპუტატებმა ელგუჯა ბაგრატიონისთვის, გიორგი კირთაძისთვის, გია აბულაძისთვის, მედეა ვასაძისთვის, მამული სურმანიძისთვის და ლევან ანთაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს.

"ქართული ოცნების" წევრის ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად რჩებიან.

„ოპოზიციამ მიიღო გაუწონასწორებელი და მიუღებელი გადაწყვეტილება. ისინი უპასუხსმგებლოები დარჩნენ, ჩვენ მათ კეთილგონიერებას ვაჩვენებთ, ამიტომ ვართ ხელისუფლებაში. მათ არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა მგალობლიშვილმა.

როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა უარი განაცხადეს, მათ მიაჩნიათ, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.