ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მინები ჩაამსხვრიეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის მინები ჩაამსხვრიეს, ასევე დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

























