ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში 65 წლის მამაკაცი მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი ქობულეთის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მათივე თქმით, 65 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.