ქუთაისში წუხელ ხმაური და დაპირისპირება იყო

ქუთაისში წუხელ ხმაური და დაპირისპირება იყო

ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთმანეთს ბოშები დაუპირისპირდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირებაში მონაწილე ორი პირი პოლიციამ დააკავა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ქუთაისის განყოფილების უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.