ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია - ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას

ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია - ამ ეტაპზე არ განვიხილავ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას, -ამის შესახებ გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მერობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც შენგელიამ აღნიშნა, გამორიცხული არაფერია და სამომავლოდ თუ საჭირო გახდება, შესაძლოა, ის პოლიტიკაში კვლავ წავიდეს.

„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდნ გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. ჩემზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს მომიწია მუშაობამ. მისი და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ის მნიშვნელივანი პროექტები, რომლითაც დღეს თითოეული ზუგდიდელი ამაყობს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი ადამიანურად, რომ არცერთი მხარის დაკავება ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებაში" დარჩენა ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან გადასვლა, ამ ეტაპისთვის, ამ შემთხვევაში, ადამიანურად მიუღებელია.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით მეწარმოებინა აქტიურობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე საზოგადოებას, გუნდს, ცნობილია თქვენთვისაც და შემიძლია ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრო ამ გადაწყვეტილების შინაარსზე. გამორიცხული არაფერია, მე ვიქნები იქ სადაც ზუგდიდელებს დასჭირდება. მე არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა“, - განაცხდა გიორგი შენგელიამ.