ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი აწარმოებს.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი ხანძრის ქრობის სამუშაოებს აწარმოებს. დაშავებული არავინ არის“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

























