თელავის მუნიციპალიტეტში სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 85 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტში სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 85 წლის ქალმა მძიმე დამწვრობა მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძრის დროს 85 წლის ქალი დაშავდა. ცეცხლი სოფელ კურდღელაურში საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რა დროსაც ქალმა სხეულზე მძიმე დამწვრობა მიიღო. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

სახლში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.