ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" ქობულეთში, კლინიკა "ევექსში" აიცრა. მისი განცხადებით, ვაქცინაციით პანდემია დასრულდება და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ვაქციანაცია მთავარი გენერალური ხაზია, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა კოვიდ 19-ის ვირუსისგან. ეს არის აუცილებლობა, რომელსაც ყველა მოქალაქემ უნდა მიმართოს, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში შემავალმა პირებმა",- განაცხადა მირიან ქათამაძემ.