სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენს გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.