რუსთავი-გაჩიანის გზაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახნენ

რუსთავი-გაჩიანის გზაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახნენ

რუსთავი-გაჩიანის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო.რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახნენ „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი, რომელთაგან ერთ-ერთი ლილო-რუსთავის მარშრუტს ასრულებდა და მგზავრები გადაჰყავდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ექიმები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:რუსთავი-გაჩიანის გზაზე, "მერსედესის" მარკის ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა