აჭარის მთავრობა - მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ვაგრძელეთ, ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ

აჭარის მთავრობა - მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ვაგრძელეთ, ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ

აჭარის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით დამატებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„ აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

ბათუმის ბულვარის მოქმედ მოიჯარეებს ფართები, პანდემიის გათვალისწინებით,გასული წლის მსგავსად, წლის ბოლომდე, პირდაპირი წესით გადაეცემათ. მოიჯარეების 2021 წლის ხელშეკრულებაში, გასულ წელს არსებული ყველა პირობა უცვლელად შენარჩუნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მოიჯარეებს, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გააცნო“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პანდემიის ფონზე, ტურისტული სეზონი სრულყოფილად ვერ ტარდება.

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური ფინანსური დანაკარგებით გაიარონ“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობები ასევე იმსჯელებენ მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.