ლიანდაგიდან გადასული თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრები ზუგდიდში ალტერნატიული მატარებლით გაემგზავრნენ

ლიანდაგიდან გადასული თბილისი-ზუგდიდის  მატარებლის მგზავრები ზუგდიდში ალტერნატიული მატარებლით გაემგზავრნენ

თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადაადგილება შეძლეს.

მატარებელი სოფელ მარელისში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ამ ხნის განმავლობაში ლიანდაგიდან გადასული მატარებლის მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ.

მგზავრები ხელისუფლებას და კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ.

მგზავრების თქმით, მათ წყალი მაშველებმა დაურიგეს. მგზავრების ჩასხდომა უკვე დასრულდა და მატარებელი ზუგდიდში გაეგმზავრა.