ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.