გურჯაანი - ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

გურჯაანი - ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გურჯაანი - ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი შეჯახებისას გადაბრუნდა და მგზავრები მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.