ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ყვარლის გზაზე ავარიის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ყველა მათგანი მედიკოსებმა თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.