გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვედა სიმონეთის მონაკვეთზე, გზის ორზოლიანი მოძრაობა ერთ ზოლში გადაერთვება

ქვედა სიმონეთის მონაკვეთზე გზის ორზოლიანი მოძრაობა ერთ ზოლში გადაერთვება, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათიდან გადაერთვება ერთ ზოლში.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ215+700 (ქვედა სიმონეთი, E60 მაგისტრალის აღმოსავლეთ მიმართულება), 2021 წლის 12 აპრილიდან იწყება დაზიანებული გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორ ეტაპად. რის გამოც, დღეს, 10 აპრილს 17:00 საათიდან, გზის ორზოლიანი მოძრაობა გადაერთვება ერთ ზოლში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























