დაბა ქედას ივნისიდან თანამედროვე და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატება

დაბა ქედას ივნისიდან თანამედროვე და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედის მერთან - ლევან გორგილაძესთან ერთად დაათვალიერა.

პარკის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობაზე ადგილობრივ ბიუჯეტში 550 000 ლარია გათვალისწინებული. დღესვე ფრიდონ ფუტკარაძე ქედის საკრებულოს სხდომას დაესწრო, სადაც მუნიციპალიტეტის მერის ლევან გორგილაძის ანგარიში მოისმინეს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.