ახმეტაში,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  4 ადამიანი დაშავდა

ახმეტაში,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  4 ადამიანი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

შემთხვევა ცოტახნის წინ, სოფელ კოღოთოში, ცენტრალურ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო მანქანაში მყოფმა 4-მა მოზარდმა და მძღოლმა.

ისინი თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.