გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილების მდგომარეობა რთულია, ისინი ოპერაციას საჭიროებენ.

გურჯაანში დაჭრილებს შორის ერთ-ერთი მალხაზ ბადუაშვილია.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი