დუშეთში ქვეითად მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა

დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი პირის დაზიანება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

























