გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

გორში, ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დაჭრა. 56 წლის მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს