ტიტე აროშიძემ ტაქსის მძღოლ ქალებს 8 მარტი მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ ბათუმელ ტაქსის მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს,
ტიტე აროშიძემ თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაბედული არჩვენისათვის და აღნიშნა, რომ ქალი ნებისმიერ პროფესიაში ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამბობს თავის ღირსეულ, გამორჩეულ სიტყვას.
„ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ და მშობლიურ ბათუმს, ქვეყანას ემსახურებოდნენ. წლების შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ პროფესიას დაუფლებულები, თავისი შრომით კვლავ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისა თუ მისი სტუმრების სამსახურში არიან და ტოლს არ უდებენ მამაკაცებს”, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























