ბათუმში, ვარდების სკვერში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს

ბათუმში, ვარდების სკვერში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს

ბათუმში, ვარდების სკვერში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ.

„დღეიდან იწყება პროტესტის 100 დღე. რაც გულისხმობს, რომ ჩვენ, მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვადასხვა სექტორისა თუ სფეროს წარმომადგენელი ვითხოვთ სისტემურ და ძირეულ რეფორმებს. გვინდა, რომ შეიცვალოს რიგი საკითხები მართლმსაჯულებაში არასრულწლოვანთა ნაწილში, აგრეთვე ვითხოვთ სოციალური მუშაკების მეტ ჩართულობას.

ამ კონკრეტული აქციით ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული ძალადობის ნებისმიერი ფაქტი“, - აცხადებენ ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები.