ბათუმში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა , სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.
"ბათუმში, პუშკინის ქუჩიდან, შემოვიდა შეტყობინება საცხოვრებელი სახლის ხანძარზე. ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ სახლს, სადაც ცხოვრობდა ხუთი ოჯახი. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე. ხანძარი ლოკალიზებულია. ნაპოვნია ერთი ცხედარი.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი",- აცხადებენ უწყებაში.

























