გორში მცხოვრები სამხედროს გუნდმა ,,ეტლით თხილამურების ჩემპიონატი 2021"-ში პირველი ადგილი დაიკავა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამხედრო მოსამსახურის ვეფხვია გელაშვილის გუნდმა "ეტლით თხილამურების ჩემპიონატში" პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გორელებმა წარმატება ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც მოიპოვეს - რევაზ გორგაძემ მეორე ადგილი დაიკავა.
,,ეტლითთხილამურების ჩემპიონატი 2021" დაბა ბაკურიანში პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას" ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით გამართული ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შშმ პირებმა.
ჩემპიონატი წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მასში 30 - მდე პირი გაერთიანდა. გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები, საჩუქრები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30 - ე მუხლის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























