რუსთავში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ჟიული შარტავას 77 წლისთავთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერის პირველმა მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ,,რუსთავის სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ დირექტორმა დავით შანიძემ პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესვე, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მოადგილეებთან ნინო ქავთარაძესთან და დავით რეხვიაშვილთან, ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძესთან და საკრებულოს სხვა დეპუტატებთან ერთად.

თვითმმართველობის წევრებმა, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას რუსთავში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

„ ჟიული შარტავას, განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მან, უდიდესი სიყვარული დაიმკვიდრა რუსთაველთა გულში. ჩვენი ვალია თაობებს გადავცეთ ცნობები, თანამედროვე ისტორიის ეროვნული გმირის მოღვაწეობისა და თავგანწირვის შესახებ”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,

1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს.

გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.