ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის ავტომობილიდან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

























